ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონბასის სრული ოკუპაციაა

რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის საოკუპაციო ძალებს, სევეროდონეცკის გარდა, კრამატორსკის და დნეპრი-დონეცკის ავტომაგისტრალის აღება  მოუწევთ.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ  “რუსეთმა დიდ ადგილობრივ წარმატებებს მიაღწია. მან ძალების კონცენტრირება მოახდინა და ცეცხლს ხსნის შედარებით მცირე ტერიტორიაზე“.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს აიძულებს რუსეთს, რისკზე წავიდეს სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე .

„რუსეთის პოლიტიკური მიზანი, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა. ამის მისაღწევად, რუსეთს დასჭირდება  კომპლექსური ოპერატიული მიზნების განხორციელება სევეროდონეცკის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, საკვანძო ქალაქ კრამატორსკისა და დნეპერ-დონეცკის გზის მთავარი M04-ის მონაკვეთზე”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები