რუსეთის საფრთხის გამო, ესპანეთი სამხედრო ხარჯებს გააორმაგებს
ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ, რუსეთის საფრთხის გამო, მადრიდი სამხედრო ხარჯებს გაზრდის, რომ მოხდეს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამის შესახებ მან ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირსა და ესპანეთში მოხდა გაცნობიერება, რომ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და „გარკვეული მომავლის“ ასაშენებლად საჭიროა ერთიანობა.
„მნიშვნელოვანია შეკავების გაძლიერება და ეს მოითხოვს თანამედროვე, ქმედუნარიან და ხელმისაწვდომ სამხედრო შესაძლებლობებს, რომელთა მიღება მხოლოდ სამხედრო ხარჯების გაზრდით იქნება შესაძლებელი“, – დასძინა მან.
ამჟამად, ესპანეთის სამხედრო ხარჯები მისი მშპ-ის 1.03%-ს შეადგენს, სანჩესის თქმით კი, მისი მთავრობა 2024 წლისთვის ამ მაჩვენებლის გაორმაგებას გეგმავს.
მადრიდში ნატო-ს სამიტამდე ერთი თვით ადრე, სანჩესი ამბობს, რომ შეხვედრა მიეძღვნება ალიანსის კონსოლიდაციის ახალ სტრატეგიას და ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლას.
„უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპასა და მსოფლიოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ჰქონდეს გარკვეული მომავალი“, – თქვა მან.