ევროკავშირი ყარაბაღში შეიარაღებული ინციდენტების გამო შეშფოთებულია

  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბოლოდროინდელი შეიარაღებული ინციდენტების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებას ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენელი აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თავი შეიკავონ ძალადობის გამოყენებისა და მუქარისგან და გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის”, – აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს განახლებულ მცდელობებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად დარეგულირებისთვის და ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას ეუთოს მინისკის ჯგუფთან შეთანხმებით.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის ზონაში ვითარების ესკალაციის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ორივე მხრიდან სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით კი მსხვერპლი გაცილებით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები