ილია მეორემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაჯილდოვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები