სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა იწყება
სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრი დღეიდან უპრეცედენტო, 6-თვიან სასწავლო პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა. უწყების ცნობით, პროგრამა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით განხორციელდება, “ევროპული ციხის წესების” ერთ-ერთი ავტორის ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა. სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველი გრძელვადიანი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.