რასმუსენი: ნატო ახალ თავდაცვით გეგმებს შეიმუშავებს

  ნატო ჩაატარებს ახალ, გაძლიერებულ სამხედრო სწავლებებს და შეიმუშავებს ახალ თავდაცვით გეგმებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. როგორც “დოიჩე ველე” იუწყება, რასმუსენის თქმით, რუსეთმა, რომელიც მხარს უჭერს პრორუს აქტივისტებს უკრაინაში, საკუთარი აგრესიით განგაშის სიგნალის დემონსტრირება მოახდინა და ევროპაში ახალი საფრთხე შექმნა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავდაცვის სფეროს ხარჯები გაზარდონ. რასმუსენის თქმით, რუსეთმა ბოლო ხუთ წელიწადში ერთნახევრით გაზარდა საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი, ნატოს ქვეყნების საშუალო ხარჯები თავდაცვის სფეროში კი 20 პროცენტით შემცირდა. მანვე 17 ივლისს ჩამოვარდნილ “ბოინგთან” დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკმარისი ინფორმაცია გააჩნიათ იმის მიმანიშნებელი, რომ ამაში დამნაშავენი არიან სეპარატისტები, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს. მანვე თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლის გახსნას “სამხედრო დანაშაული” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები