ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონას რეისი გაუქმდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.
ფრენის გაუქმების მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.
მგზავრები კომპანია „ვიზეარს“ უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ხოლო, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანია „ვიზეარის“ მხრიდან განცხადებას ელოდებიან.