იტალიის ქალაქში მიწვეულმა ფოტოგრაფმა ქალაქის სიმბოლო ლეოპარდის ტყავის ფაქტურის ტრუსში გამოაწყო

  იტალიის ქალაქ რეჯიო-კალაბრიის მოსახლეობა აღშფოთებულია. ენდი უორჰოლის ფრანგმა მოსწავლემ ფოტოგრაფმა ჯერალდ ბრუნომ ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, მუზეუმში დაცული ე.წ. მეომრები რიაჩედან უჩვეულოდ წარმოაჩინა. მუზეუმმა ფოტოგრაფი 2500- წლოვანი ძველბერძნული ბრინჯაოს ქანდაკებების გადასაღებად მიიწვია, ბრუნომ კი ისინი გრძელი ფატით, ვარდისფერი ბოათი და ლეოპარდის ტრუსით შემოსა. რეჯიო-კალაბრიის მოსახლეობა ამ ფაქტს ქალაქის შეურაცხყოფად მიიჩნევს და ქალაქის პროკურორს ფოტოგრაფის წინააღმდეგ სასწრაფოდ საქმის აღძვრას სთხოვს.

10592083_10203260758977462_689827371_n

10590009_10203260758577452_1344631128_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები