ჩინეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვმა 380 -ს მიაღწია
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დაღუპულია 380, დაიკარგა 3 და სხეულის მძიმე დაზიანება 1800 ადამიანმა მიიღო. ბოლო 14 წლის მანძილზე იუნანას პროვინციაში ეს ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი იუნანას პროვინციის ჩრდილო ნაწილში იმყოფებოდა და მისმა სიძლიერემ 6.5 მაგნიტუდას მიაღწია. ამჟამად დანგრეული შენობებიდან ცხედრების ამოყვანა მიმდინარეობს. მაშველები ეძებენ გადარჩენილებს. პროვინციაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები გაგზავნეს.