ღაზას სექტორში ისრაელი 7 საათით ცეცხლს შეწყვეტს
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 7 საათით შეწყვიტა ცეცხლი ღაზას სექტორის დიდ ნაწილზე. შეთანხმება ძალაში შევა დღეს დილის 10.00 საათიდან 18.00 საათამდე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერმა”.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შვიდსაათიანი სამშვიდობო პერიოდი გამოყოფილია, უპირველეს ყოვლისა, გაეროს წარმომადგენელთა თხოვნით, რათა ჰუმანიტარული კორიდორის დახმარებით სექტორში დარჩენილ მოსახლეობას მედიკამენტები და საკვები მიეწოდოს. გარდა ამისა, ლტოლვილებს საშუალება მიეცემათ, დატოვონ საცხოვრებელი სახლები.