პუტინს ოფიციალური გამოსვლისას ჩიტმა „დაასკლინტა“?! (ვიდეო)
ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა „ПЕРЕКРЕСТОК ТВ“-ის გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ვლადიმერ პუტინი პირველი მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ძეგლის გახსნის დროს სიტყვას წარმოთქვამს. საქმე ისაა, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ჩიტის სკინტლი რუსეთის პრეზიდენტის კოსტიუმს. საინტერესოა, რომ ამ დროს პუტინი წარმოთქვამდა სიტყვებს: „კაცობრიობა უნდა მიხვდეს და მიიღოს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება – ძალადობა წარმოშობს ძალადობას“…
ვიდეოს გავრცელებას უამრავი შარჟი და ხუმრობა მოჰყვა. პუტინის მხარდამჭერები არ აღიარებენ კადრის ნამდვილობას და აცხადებენ, რომ კადრი „ფეიკია“ და კომპიუტერულ მონტაჟს წარმოადგენს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8_3go4–cMk” width=”560″ height=”315″]