რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანისთვის სომხეთის მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)
შსს-ს სპეციალური ოპერაციების და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვარზე, რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული სამველ ვ. და 1966 წელს დაბადებული ჰარუთუნ ჰ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ 137“-ის შემცველი, ქარხნული წესით დამზადებული კონტეინერი ამოიღეს.
გამოძიება საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Znw7MOg-JDU” width=”560″ height=”315″]