ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს დიდი შანსი აქვს, რომ გახდეს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის წევრი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიაროთ ამ გზაზე
26 მაისი ჩვენი მომავლისკენ მიმავალი განმსაზღვრელი დღეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დიდი შანსი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.
“დღევანდელ, ამ ისტორიულ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი შანსი აქვს, რომ გახდეს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის წევრი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიაროთ ამ გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.