მიხაილ ხოდორკოვსკის დედა გარდაიცვალა
“იუკოსის” ყოფილი დამფუძნებლის მიხაილ ხოდორკოვსკის დედა მარინა ხოდორკოვსკაია 80 წლის იუბილეს აღნიშვნამდე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალ The New Times -ის რედაქტორმა ევგენია ალბაცმა საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა. მას არ დაუზუსტებია სად გარდაიცვალა ხოდორკოვსკის დედა.
რადიო „«სვაბოდას” ინფორმაციით კი, მარინა ხოდორკოვსკაია ხშირად ავადმყოფობდა და უცხოეთში მკურნალობდა.
მარინა ხოდორკოვსკაია, ქალიშვილობაში პეტროვა, 1934 წლის 13 სექტემბერს დაიბადა. მეუღლესთან, ბორის ხოდორკოვსკისთან ერთად ცხოვრების დიდი პერიოდი მოსკოვში გაატარა, სადაც ის ქარხანა „კალიბრში“ ინჟინრად მუშაობდა. 1971 წლამდე ოჯახი კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, მარინა ხოდორკოსვკაია მთელს დროსა და ენერგიას ობოლი ბავშვების ლიცეუმ-ინტერნატის „კორალოვოს“ განვითარებას ანდომებდა.