ისრაელის დაზვერვა ჯონ ქერის საუბრებს უსმენდა
ისრაელის დაზვერვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა. ამ ცნობას დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსნის მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით “შპიგელი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მოსმენები გასულ წელს ხორციელდებოდა, როდესაც ქერი ახლო აღმოსავლეთში უშედეგოდ ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაეჭრა კონფლიქტური სიტუაცია. „შპიგელი“-ს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლაპარაკებების დროს, რეგულარულად საუბრობდა ტელეფონზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნებთან, რა დროსაც „უსაფრთხო ხაზის“ გარდა, ხანდახან სატელიტური კავშირის მქონე სტანდარტულ ტელეფონებსაც იყენებდა, რაც “გამოიყენა” კიდეც ისრაელის დაზვერვამ. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, არც „ თეთრ სახლს“ და არც ისრაელის მთავრობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: spiegel.de