აშშ-ის საელჩო: ყოველი 26 მაისი დიდი მონაპოვრისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

”საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.
სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.
ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვრისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები