ირაკლი ქარსელაძე: 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს რომ მოსახლეობის 70%-ს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებით, 2022 წელს დაიწყება 350 მილიონი ლარის პროექტები, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის – განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, წარმატებით ავაშენეთ გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ასევე, მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურსა და მარნეულში. დღეის მდგომარეობის პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები