ანდრეი კასიანოვი: საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება, მათგან დაახლოებით 5 500 არასრულწლოვანია

მადლობელი ვართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და განთავსების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება და მათ ნაწილს საქართველოში უკვე აქვთ სამსახური.

“2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციითა და ასევე გაერო-ს უმაღლესი კომისართან კოორდინაციით, თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რათა საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ ჩვენი დროებით გადაადგილებული პირებისა. უკრაინის მოქალაქეების ნაწილს საქართველოში უკვე აქვთ სამსახური სხვადასხვა სფეროში, მენეჯმენტიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული.

როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ამა წლის 5 მაისს. ჩვენ მადლობელი ვართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და განთავსების საკითხში” , – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები