კახეთში ხანძარს 70 – წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი წყლის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა.

ხანძრის შედეგად, 70 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები