საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი – ბოლო კვირის სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (16.05-22.05.2022) განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.
“სულ ჩატარდა – 113 058 ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი), უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.52%”,- ნათქვამია ინფორმაციაში.