„არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო“ (ვიდეო)
არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების შედეგები განსაზღვრავს, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა.
“ბევრს არ სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილი წააგებდა, დამარცხდებოდა სამ არჩევნებში. მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ობიექტური, გამჭვირვალე გამოძიება და საჭიროა, ყველა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მე არ ვაპირებ მის აბსოლუტურად დემაგოგიურ და ტყუილ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9dTHH_-X97g” width=”560″ height=”315″]