ნიკოლოზ მჟავანაძე: ღარიბაშვილი რომ სწორი პოლიტიკური გზით მიდის, ამას ამტკიცებს შედეგი – ლარი გამყარდა, უმუშევრობა მცირდება, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, სააკაშვილი დაიჭირეს, გვარამიაც ზედ მიაყოლეს

“ირაკლი ღარიბაშვილი რომ სწორი პოლიტიკური გზით მიდის, ამას ამტკიცებს შედეგი – აზარტული თამაშების რეკლამა მოისპო, სოდომისტების აღლუმი აღიკვეთა, ლარი გამყარდა, უმუშევრობა მცირდება, სააფთიაქო ბაზარზე მოსახლეობის უსინდისო ყვლეფა შეწყდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩერდება, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, სააკაშვილი დაიჭირეს და გვარამიაც ზედ მიაყოლეს”, – ამის შესახებ “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას იმდენად მაღალი რეიტინგი აქვს, არჩევნები რომ ჩატარდეს, “ქართული ოცნება” პარლამენტში ჩვეულებრივ უმრავლესობას კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი მიიღებს.

“ირაკლი ღარიბაშვილმა ნაცსექტა ისეთ დღეში ჩააგდო, სულ არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დღეს თუ ეგენი ტიტვლები გამოვარდებიან და ხალხს ქვებს დაუშენენ. ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ წინა პრემიერობის დროს დაიჭირა ყველა კრიმინალი ნაცლიდერი, ხოლო პრემიერობის მეორე ჯერზე თავად სააკაშვილი და მისი რუპორი გვარამია მიაბრძანა ციხეში. ამიტომაც ებრძვიან ღარიბაშვილის ასე გაალმასებით და ამიტომაც ჰქონდათ ნაცებს წინა კვირას რამდენიმესაათიანი ტაშფანდური – არიქა, ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს არ შეხვდაო. სხვათა შორის, გიორგი გახარია, რომ მოულოდნელად გადადგა, ნაცები მაშინაც ასეთი გახარებულები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე საათში როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რომელ წყალში გადამხტარიყვნენ არ იცოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის პირველ ჯერზე პრემიერობიდან რომ არ წასულიყო, საქართველოში დღეს ნაცსექტა არ იარსებებდა. ამაში დარწმუნებული ვარ.

ირაკლი ღარიბაშვილი რომ სწორი პოლიტიკური გზით მიდის ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ამტკიცებს შედეგი – აზარტული თამაშების რეკლამა მოისპო, სოდომისტების აღლუმი აღიკვეთა, ლარი გამყარდა, უმუშევრობა მცირდება, სააფთიაქო ბაზარზე მოსახლეობის უსინდისო ყვლეფა შეწყდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩერდება, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, სააკაშვილის დაიჭირეს და გვარამიაც ზედ მიაყოლეს.

​ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ან გახარია, რომ ყოფილიყვნენ დარწმუნებული ვარ გატეხდნენ, ომში ჩაითრევდნენ და საქართველოში ისეთ ამბებს დაატრიალებდნენ ბუჩა და მარიუპოლი მონაგონი იქნებოდა. დღე საქართველო იმ კაცს ჰგავს, რომელსაც თავზე ორი პისტოლეტი აქვს მობჯენილი – ერთი რუსეთია, მეორე ამერიკა. საკმარისია ერთი უხერხული მოძრაობა, ან ერთი გაგიხვრეტს შუბლს, ან მეორე. აი, ასეთ ბეწვისხიდზე გადის დღეს საქართველო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ თითოეული ქართველის ვალია, გაერთიანდეს მის გარშემო.

ნაცჟურნალისტებს არ გამოუვიდათ ის რაც საქართველოს დამაქცევრებმა 1991წ წელს ჩაიდინეს, როცა ვაიჟურნალისტები ტელევიზიის კიბეზე წამოწვნენ და ასე დაუწყეს ბრძოლა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას. მე თუ მკითხავთ სააკაშვილსა და გვარამიას აუცილებლად უნდა მიუსხდნენ გვერდით გიორგი გახარია და ნათია მეზვრიშვილი, რომელიც გაიძახის – ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიდი უფსკრულიაო”,- აცხადებს მჟავანაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე: “სამაგიეროდ, ნათია მეზვრიშვილსა და ავადსახსენებელ ბაბუცა პატარაიას შორის ხომ არის წაშლილი ყოველგვარი ზღვარი და ერთმანეთს არიან ჩახუტებულები”. რესპონდენტი პასუხობს: თითოეული მოღალატე ციხეში უნდა წავიდეს.

“ყველა მოღალატის თავი უნდა გაგორდეს. რა თქმა უნდა უნდა ჩატარდეს კომპეტენტური გამოძიება და თითოეული მოღალატე და გამყიდველი წავიდეს ციხეში. აი მაგალითად, რატომ არ არის დაპატიმრებული “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელიც დღეს სოციალურ ქსელებში მედიაზონდერად არის ქცეული? ნიკა გვარამიამ კერძო ტელეკომპანიას მოჰპარა მილიონები, ხოლო კინწურაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტი გაყვლიფა და ხალხის ფული შეჭამა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ლია ტოკლიკიშვილმა საფუძვლიანი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გადაიღო დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ რა ქონება შეჭამა და გაანიავა თამარ კინწურაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობის დროს. ეს არის უზარმაზარი ქონება, რომელსაც თამარ კინწურაშვილი სააკაშვილის დასტურის გარეშე ხელს ვერ მოჰკიდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაიჭერდნენ. ამიტომაც მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება და ბორკილები დაადეთ თამარ კინწურაშვილს. ამ ქალისა და მისი ბანდის გამოისობით, სოციალურ ქსელებში ხმა ვერ ამოგვიღია. როგორც კი რამეს ვიტყვით, მაშინვე დაგვესევიან, მაშინვე დაგვბლოკავენ, შეზღუდვებს დაგვიწესებენ და არ გვახარებენ. მთელი სოციალური ქსელები ამათია და ყველაფერს ესენი აკონტროლებენ. განსხვავებულ პოზიციას ვერ დააფიქსირებ. ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ რას იზამენ? ხალხს პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდებიან. ღრმად ვარ დარწმუნებული, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ყველაფრის შესახებ იცის. ისიც მესმის, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას არ სურს მორიგი სკანდალის აგორება, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

დღეს ხელისუფლებას იმდენად მაღალი რეიტინგი აქვს, არჩევნები რომ ჩატარდეს, “ქართული ოცნება” პარლამენტში ჩვეულებრივ უმრავლესობას კი არა საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი მიიღებს.

ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს და ესენი ფსიქიკური აშლილობის ბოლო სტადიაში შევიდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი ხან ცხვრებს გამორეკავს რუსთაველზე, ხან ბატებს და ხან ორგიებს აწყობენ ფლეშმობის სახით. აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიცია. ამას სიხარულით და კმაყოფილებით არ ვამბობ, რადგან ნორმალური და ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყანას სჭირდება. მაგრამ ესენი არიან მტრები, რომლებიც შევიდნენ სიგიჟის ბოლო სტადიაში. აი, სწორედ ეს გიჟები და მტრები უტევენ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას – პრემიერის ერთგულ ხალხს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბატონი ირაკლი ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, როგორ დაიჭირეს მისი სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ახლა როცა ხელისუფლებაში უამრავი პორტირებული ნაცია, შესაშური ოპერატიულობითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა ქალბატონი ნინო გიორგობიანი, რომელიც საქართველოს მთავრობაში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას ხელმძღვანელობს. სწორედ მის ზურგზე გადადის ის საინფორმაციო ომი, რომელსაც გაგიჟებული ოპოზიცია დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი ბინძური მეთოდით აწარმოებს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს. კარგია, რომ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში პრემიერს ერთგული ხალხი გვერდით უდგას. ერთგულება მით უფრო დასაფასებელია გენეტიკური მოღალატეების ფონზე. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ის ლანძღავს, ვისაც ჩააცვა, ოჯახის წევრი გადაურჩინა, უწამლა, დააპურა და ჭერი გაუჩინა… ვიღაც აშარი გამოხტება და აუცილებლად იკითხავს – კი მაგრამ შენ რაღა გრჯის, ამ ხელისუფლებას რომ იცავო? არავითარი პრივილეგია და თანამდებობა ამ ხელისუფლებისგან არ მიმიღია, მაგრამ ამდენ მოღალატეს და უსინდისოს რომ ვხედავ, თავს ვალდებულად ვრაცხ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და მის პოლიტიკურ კურსს მხარი დავუჭირო”,- განაცხადა მჟავანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები