დევიდ ქემერონი ნატოს მოუწოდებს, მოემზადოს რუსეთის აგრესიისათვის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა დევიდ ქემერონმა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართა.
პრემიერ – მინისტრი ნატოს მოუწოდებს, მოემზადონ რუსეთის პოტენციური აგრესიისათვის, რათა ალიანსმა დაიცვას ის მოკავშირეები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებით.
“რუსეთ-უკრაინის ექვსთვიანი კრიზისის ფონზე ცხადი ხდება, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფართომასშტაბიან და მრავალწლიან ღონისძიებებზე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს უნარს, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ საფრთხეზე, რათა დავიცვათ და დავამშვიდოთ ის მოკავშირეები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წამოსული აგრესიის შემთხვევაში“, – წერს დევიდ ქემერეონი.