„მეფე ერეკლეს დიდი ხანია, ეკუთვნის ძეგლი თბილისში“ – ის ხალხის შემოწირულობებით შეიქმნება

„1. მეფე ერეკლეს დიდი ხანია, ეკუთვნის ძეგლი თბილისში. ვფიქრობ, კრწანისში იქნება საუკეთესო ადგილი, სადაც მან თბილისისთვის თავგანწირვით იბრძოლა მტერთან;
2. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ამ პროექტზე იმ მოვლენების შემდეგ, რაც ბოლო დღეებში გაჟღერდა საზოგადოებაში და სრულიად მიუღებელია ყველა ჩვენგანისთვის;
3. ძეგლი შეიქმნება ხალხის შემოწირულობებით და საჩუქრად გადაეცემა დედაქალაქს.
4. სულ მალე, საზოგადოებას წარვუდგენთ ძეგლის ესკიზს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება ჩვენი საერთო ძალისხმევით, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით“, – წერს ირაკლი ჟვანია “ფეისბუქის” გვერდზე.