კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
„1) „ვქმნით შარჟს“, განმახორციელებელი – ბესიკ დუღაშვილი;
2) „ქართული კარიკატურის ბიენალე“, განმახორციელებელი – დავით თოთიბაძე;
3) „შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ART&SOCIETY“;
მიმდინარე წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს. კულტურის სამინისტროს სულ სამმა განმცხადებელმა მომართა და მათ მიერ წარმოდგენილი სამივე პროექტი დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ იგივე კონკურსი კულტურის სამინისტროში 2021 წელსაც ჩატარდა და მასში ერთი გამარჯვებული პროექტი „შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი“ (განმახორციელებელი – ააიპ ART&SOCIETY) გამოვლინდა. აღნიშნული პროექტი წელსაც ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2021 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 10 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მომართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები