აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

  ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, კონფლიქტის ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვან.
აშშ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
“აშშ შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით, რამაც 31 ივლისს მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს და მოვუწოდებთ მხარეებს მიიღონ სწრაფი ზომები, რათა შეამცირონ დაძაბულობა. ასევე, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ძალადობა მხოლოდ გაართულებს მშვიდობიან დარეგულირებას” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები