“ჩემი შვილი მენატრება, რომელიც ახლა იმ ასაკშია, როცა მამა სჭირდება“

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ექსპრეზიდენტმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არც ერთ ქვეყანაში დაპატიმრება და ქართული მხარისთვის გადმოცემა არ ემუქრება.
“დღეს ორ ქვეყანაში ვერ შევდივარ – რუსეთში და საქართველოში (შეიძლება ვენესუელასა და ნაურუშიც გაითვალისწინონ ჩემზე დაწესებული სანქცია). რუსეთი არ მენატრება, საქართველო ძალიან მენატრება, ჩემი შვილი მენატრება, რომელიც ახლა იმ ასაკშია, როცა მამა ჭირდება, მაგრამ ნიკუშამ ქართულ სკოლაში უნდა იაროს, ქართველად უნდა აღიზარდოს, როგორი სიძნელეებიც არ უნდა იყოს. ძალიან ვაფასებ, რომ ისინი საქართველოში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის მძიმეა, მინდა ბავშვთან ყოფნა და საერთოდ, ჩემი ოჯახი მენატრება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები