მიხეილ სააკაშვილი: ნეტავ მქონდეს მილიონები

   ნეტავ მქონდეს მილიონები, რომელსაც ჩემს საბანკო ანგარიშზე ეძებენ, მაგრამ ვაგლახ რომ არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებთან” ინტერვიუში განაცხადა.
ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მას, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს რუსი ოლიგარქი ასამართლებს.
“მთელი პოლიცია ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ქექავს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობას – დაწყებული მითიური საბანკო ანგარიშებიდან (ნეტავ სადღაც მქონდეს ეს მილიარდები, მაგრამ ვაგლახ რომ არ მაქვს), დამთავრებული სანდრას დამლაგებლის და ჩემი დაცვის თანამშრომლების დაკითხვით, მაგრამ ვერაფერი ვერ ამოქექეს და წამიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება…ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო პირველად ათწლეულების განმავლობაში. დღეს საქართველოში რუსი ოლიგარქი, რომელიც მოვიდა რუსული ფულით, ასამართლებს ამ ქართული სახელმწიფოს შემქნელს. ეს ერთ-ერთ სამარცხვინო წერტილად დარჩება საქართველოს ისტორიაში”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები