გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს, – ამის სესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ქ.თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100); ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან; მოსწავლის ავტობიოგრაფია; ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები. 09.07.2022 – მათემატიკის გამოცდა. 10.07.2022 – ზოგადი უნარების გამოცდა.