ისრაელი აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმების განახლებისკენ მოუწოდებს
ჰუსიტების მიერ საზღვაო ობიექტებზე ამ კვირაში განხორციელებული გაძლიერებული თავდასხმების, მათ შორის ორი გემის დაკავების შემდეგ, ისრაელმა შეერთებულ შტატებს სთხოვა, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებაზე სამხედრო დარტყმები განაახლოს,- ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი “კანი” ავრცელებს.
ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ ჰუსიტების მიერ გემებზე მიმდინარე თავდასხმები „აღარ შეიძლება მხოლოდ ისრაელის პრობლემად დარჩეს“ და ჰუსიტების რეჟიმის სამიზნეებზე უფრო ინტენსიური კომბინირებული თავდასხმებისკენ მოუწოდა.
როგორც ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მათ, უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ისრაელი ამ ნაბიჯებს ჰუსიტების მზარდი აგრესიის საპასუხოდ დგამს.
“საჭიროა ფართო კოალიცია, რათა ჰუსიტების რეჟიმს აგრძნობინოს, რომ საფრთხეში არიან”,- აცხადებს ანონიმური წყარო.