Anonymous-მა რუსული “სბერბანკის” საიტი გატეხა

Anonymous-ის ჰაკერებმა რუსული „სბერბანკის“ საიტი გატეხეს.

ამის შესახებ ჰაკერებმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერეს.

„Anonymous-მა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი “სბერბანკი” დაჰაკა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, ჰაკერების ჯგუფმა რუსეთის ფედერაციის მონაცემთა ბაზა გატეხა და უკრაინაში მყოფი 120 000 რუსი ჯარისკაცის მონაცემები გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები