სგპ ,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამამდე მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 560 ლარი შეადგინა.
6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში – 17 502 ლარით დაჯარიმდა.