ილჰამ ალიევი და სერჟ სარქისიანი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ

 აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, სადაც  ისინი  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა „ინტერფაქსთან“ გააკეთა.
„პრეზიდენტების შეხვედრა 8, ან 9 აგვისტოს სოჭშია დაგეგმილი.  ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრაზე მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები