გია ცაგარეიშვილი: მუდმივი მუქარები და შანტაჟი, რომ ადამიანები პარლამენტს გაექცევიან და მანდატებს დატოვებენ, არ მუშაობს

მუდმივი მუქარები და შანტაჟი, რომ ადამიანები პარლამენტს გაექცევიან და მანდატებს დატოვებენ, არ მუშაობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომელიც შევიდა ძალაში და უნდა დავემორჩილოთ.

“სასამართლომ განსაჯა საქმე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც შევიდა ძალაში და ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა. რაც ახლა ხდება, ეს აჟიოტაჟი, მერამდენე ტალღაა ამგვარი ე.წ. აღშფოთების, კაცმა არ იცის. მუდმივი მუქარები და შანტაჟი, რომ ადამიანები პარლამენტს გაექცევიან და მანდატებს დატოვებენ, არ მუშაობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები