გასულ წელს უმუშევრობის დონემ საქართველოში 20.6% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

გარდა ამისა, 2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით.

2020 წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები