საფრანგეთში მარინ ლე პენის პრეზიდენტობას ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს
საზოგადოებრივი აზრის ფრანგულმა ინსტიტუტმა (IFOP) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ფრანგმა ამომრჩევლებმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათთვის მისაღები კანდიდატი დაასახელეს. გამოკითხვაში „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. მას ხმას ამომრჩეველთა 26 %, ხოლო ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის – 25 % უჭერს მხარს. საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 17 % -ით მესამე ადგილს დასჯერდა.
აპრილის შემდეგ ლე პენის რეიტინგმა 2 % -ით მოიმატა, სარკოზისამ კი, პირიქით. ივლისის დასაწყიში გახმაურებული კორუფციული სკანდალის გამო, მისმა რეიტინგმა 31 % – დან 6 % -მდე ვარდნა განიცადა.
( IFOP -ის გამოკითხვის დაწვრილებითი ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : www.ifop.com/media/poll/2734-1-study_file.pdf )