კულტურის სამინისტრომ კონკურსში – „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში – „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
„1. სპექტაკლი „შეზღუდული დაისი“, რომელსაც დადგამს სტუდენტი რეჟისორი ელენე კალანდარიშვილი თბილისის კამერულ თეატრში. განმახორციელებელი – ა(ა) იპ ინტერაქტივი;
2. სპექტაკლი „კაცია – ადამიანი?!”, რომელსაც დადგამს სტუდენტი რეჟისორი რატი კობეშავიძე ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრში. განმახორციელებელი – ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი;
3. სპექტაკლი „ჰედა გაბლერი”, რომელსაც დადგამს სტუდენტი რეჟისორი მანანა ბაქრაძე ათონელის თეატრში, განმახორციელებელი – შპს ინჩიპე;
4. სპექტაკლი „ზღაპარი დაკარგულ დროზე“, რომელსაც დადგამს სტუდენტი რეჟისორი გიორგი ქლაინი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. განმახორციელებელი – სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 46 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ ხუთმა განმცხადებელმა მომართა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მსგავსი კონკურსი ჩატარდა, მაგრამ გასულ წელს სტუდენტებს ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში შეეძლოთ სპექტაკლების დადგმა. წელს კი არეალი გაფართოვდა და მოიცავს ყველა თეატრს. 2021 წელს კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა სამი პროექტი:
1. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთევან სამხარაძემ ჭიათურის თეატრში, ჯემალ ქარჩხაძის რომანის მიხედვით, დადგა სპექტაკლი „უკან დაბრუნება“;
2. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით თარბამ თბილისის თოჯინების თეატრში მორის მეტერლინკის პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი „წმინდა ანტუანის სასწაული“.
3. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ტოტოშვილმა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვუდი ალენის სცენარის მიხედვით, დადგა სპექტაკლი „სემ, დაუკარი ისევ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.