ლუგანსკის მერი: ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

  ლუგანსკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – ამის შესახებ განცხადებას ქალაქის მერი აკეთებს. მისი თქმით, ქალაქი სრულ იზოლაციაშია და არც პროდუქტი და არც მედიკამენტები არ მიეწოდება.
პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ დონეცკის გარეუბნების სეპარატისტებისგან გათავისუფლება უკვე მოახერხა ეროვნულმა არმიან.
საგანგებო განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. მან უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები ბალისტიკურ იარაღს გამოიყენებენ და აღნიშნა, რომ მსგავსი შეიარაღება ქვეყანას არსენალში არ აქვს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პენტაგონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გზავნის. ისინი უკრაინის არმიას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩაუტარებენ წვრთნებს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები