გორლოვკაში გატაცებული ვასილ ბუდიკი უკრაინაში საქართველოს ელჩს შეხვდა

  საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქ. გორლოვკაში გაიტაცეს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით გათავისუფლდა, უკრაინაში საქართველოს ელჩს მადლობას უხდის. საქართველოს მოქალაქე ვასილ ბუდიკი დღეს საქართველოს ელჩმა მიიღო.
საქართველოს ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ვასილ ბუდიკმა საელჩოს მხარდაჭერისა და გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.
“ვასილ ბუდიკი თავს კარგად გრძნობს, მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვასილ ბუდიკი ქ. გორლოვკაში 2 მაისს გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე უკრაინის ხელისუფლების მიერ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები