ყარაბაღში შეტაკებებისას 26 ჯარისკაცი დაიღუპა, 20 კი მძიმედ დაიჭრა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ყარაბაღში შეტაკებებისას, 26 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 20 მძიმედ დაიჭრა. როგორც სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს და სომხეთის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებს განაგრძობს.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულები იქნებიან გაამკაცრონ ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.