ხელოვნების სასახლე ეკა სამხარაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
ხელოვნების სასახლე ეკა სამხარაძის პერსონალურ გამოფენას 15 მაისიდან ორი კვირის მანძილზე უმასპინძლებს.
ეკა სამხარაძე ტიხრულ მინანქარზე 20 წელზე მეტია მუშაობს. მისთვის ეს საქმიანობა ჰობად ჩამოყალიბდა. ეკა სამხარაძე პროფესიით მხატვარი არ არის, თუმცა ის შეუდარებლად ახერხებს არტისტული ნამუშევრების შექმნას. მან საქმიანობა დაიწყო სამკაულის ნაკეთობებით და მის მიერ შექმნილი ნიმუშები ბევრი ქართველი თუ უცხოელი გამოჩენილი პირის საკუთრებაშია (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ბევრი ქვეყნის მუსიკოსი თუ მომღერალი, ჯო კოკერი, ალენ დელონი და ა.შ.)
ეკა სამხარაძე უკვე 3-4 წელია, რაც დეკორატიულ-შერეული ტექნიკით დამზადებულ ქანდაკებებს აკეთებს და ამ გამოფენაზე ძირითადად მსგავსი ნიმუშებია წარმოდგენილი.