რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ტრაპიზონის 22-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
რუსთაველის ეროვნული თეატრი ტრაპიზონის 22-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს. ინფორმაციას რუსთაველის ტეატრი ავრცელებს.
რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი „ჰედა გაბლერი” (რეჟისორი თათა პოპიაშვილი).
გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.