კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
„1. პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრი „დაბრუნება“, დაფინანსდა სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა“ დადგმა; განმახორციელებელი – ა(ა)იპ არტ ეარი.
2. სპექტაკლი „თქვენთანაც აბრახუნებენ?“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3. სტეფან ცანევის „ცხოვრება ორი ქალისა“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
4. „ტიტუს ანდრონიკუსი“ – კოპროდუქცია ახმეტელის თეატრის სცენაზე, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – ა(ა)იპ ქ. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი;
5. „მედეა“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
6. „ნისლი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება;
7. „ბავშვთა თეატრალური კვირეული“, დაფინანსდა სხვადასხვა თეატრის საბავშვო სპექტაკლების კვირეულის გამართვა ზესტაფონში; განმახორციელებელი – სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8. დაფინანსდა რუსთავის თეატრის გახმოვანების სისტემის შეცვლა, განმახორციელებელი – ა(ა)იპ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი;
9. ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
10. ახალი სპექტაკლის „ხალდე“ დადგმა, განმახორციელებელი – სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
11. „საშობაო ზღაპარი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
12. სპექტაკლი მიმოდრამა – „საწუთრო სიზმარივით ილევა“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
13. „მიჯაჭვული პრომეთე“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 246 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 27-მა განმცხადებელმა.
2021 წელს მოცემული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 11 პროექტი, რომელიც განხორციელდა 11 ლოკაციაზე და მოიცვა 150 ბენეფიციარი. კერძოდ, სპექტაკლის დადგმა დაუფინანსდა 6 სახელმწიფო თეატრს, 1 კერძო და 1 მუნიციპალურ თეატრს, 2 შემოქმედებით გაერთიანებას, ხოლო 1 სახელმწიფო თეატრს ტექნიკური ბაზის განახლება დაუფინანსდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.