რუსეთი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტს მშვიდობიანი შეთანხმების დარღვევად აფასებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სერიოზულ დარღვევად აფასებს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ვითარების შემდგომი გართულება დაუშვებელია მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და მიიღონ დაუყოვნებლივ ზომები ვითარების სტაბილიზაციისთვის”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სააგენტოს ინფორმაციით, დაპირისპირება 1-ელი აგვისტოს ღამეს დაიწყო. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ, კონფლიქტის ზონაში 2 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შეტაკებისას 9 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.