მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც

ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა, – ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ახლა ბრძოლის და ერთად დგომის დროა.

„ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი “განაჩენი” სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.
ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.
ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები