კულტურის სამინისტრო მწერალსა და კინორეჟისორს, გურამ პეტრიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწერალსა და კინორეჟისორს, გურამ პეტრიაშვილს ულოცავს 80 წლის იუბილეს.
„გურამ პეტრიაშვილი – მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი…
და, მაინც, უპირველესად, ის მეზღაპრეა.
შეიძლება, მოიძებნოს უკეთესი მწერალი, კინორეჟისორი ან მსახიობი, მაგრამ ძალიან ძნელად მოიძებნება უკეთესი მეზღაპრე.
სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე?
საყოველთაოდ ცნობილ ამ შეკითხვას, შესაძლოა, დღეს ერთადერთი პასუხიც კი ჰქონდეს:
რა თქმა უნდა, საქართველოში.
თუმცა, მოხუცს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ:
80 წლის გურამ პეტრიაშვილი ახალგაზრდულად შემართული და შემოქმედებითი ჩანაფიქრებით აღსავსეა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იუბილეს ულოცავს ბატონ გურამ პეტრიაშვილს და, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთ ხელმომწერს, დღეგრძელობას, მხნეობას, სათაყვანებელი სამშობლოს თავისუფლებასა და ძლიერებას უსურვებს“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები