15 მაისს ლია სტურუას 80 წელი შეუსრულდა

15 მაისი პოეტის, შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატის ლია სტურუას დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდა.
ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ – ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“
მუშაობდა უნივერსიტეტში – კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი ლექსი პირველ კურსზე, უნივერსიტეტის პოეზიის საღამოზე წაიკითხა. პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, აგრეთვე –  პროზაული კრებულები – „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.
2013 წელს გამომცემლობა „დიოგენემ“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოსცა ლია სტურუას ლექსების რჩეული. ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები