რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო „ტელეგრამზე“ წერს.
„რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას! 13 მაისს რუსებმა დონეცკში, ავდიივკაში კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 12 ადამიანი დაშავდა რუსული დაბომბვის შედეგად. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!“, – წერს კირილენკო.