14 მაისიდან Inter RAO ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსული კომპანია Inter RAO ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუჩერებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიაში ფინეთის მიერ ელექტროენერგიის გადასახადის გადაუხდელობას ასახელებენ.

„იძულებულები ვართ, 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა განახლდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამავდროულად, ფინური ქსელის ოპერატორი „ფინგრიდი“, აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზარს არაფერი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები