აზერბაიჯანის საზღვართან მძიმე ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნაციონალური გვარდიის შენაერთები და მძიმე ტექნიკა საზღვართან მობილიზებულია. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ვაგიფ დარგიახლის განცხადებით, აზერბაიჯანს სრული უფლება აქვს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდინოს სამხედრო შენაერთების როტაცია და საზღვარზე განლაგება.
„გადააგილება ატარებს გეგმიურ ხასიათს და შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს. ჩვენ არ ვართ ვალდებულები ვინმეს ავუხსნათ ან პასუხი გავცეთ ჩვენს ქმედებებზე”,-განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.